მთავრობამ მედიკამენტებზე ფასნამატის მაქსიმალური ზღვარი დააწესა

საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების რეალიზაციიდან ფასნამატის მაქსიმალური ზღვარი დაუწესა.

🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა;
🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა;
🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა;
🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა;
🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა;
🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა;
🔸თუ მედიკამენტის საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი