მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მიხეილ საააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არ ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად შიმშლობა გამოაცხადა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვით, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სააკაშვილს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი