ოთხოზორიას დედა: “ჩემი შვილი ქართული პასპორტის დაცვას შეეწირა”

ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

საფლავზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილი ქართული პასპორტის დაცვას შეეწირა, თუმცა ეს გარემოება საქმეში არ დევს.

“ერთი წლის თავზეც ჩემი შვილის მკვლელი დაუსჯელია და კვლავ უცნობია მკვლელობის მოტივი. ის ქართული პასპორტის დაცვას შეეწირა, თუმცა ეს გარემოება საქმეში არ დევს. აწი მისი მკვლელის დასჯა ღმერთისთვის მიმინდია”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. საქმეში ბრალდებული აფხაზი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი