ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, ძალიან ცოტა შეჭამა, მაგრამ მეორე-მესამე დღეს ღებინება ჰქონდა – გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძის მიერ სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

მისი თქმით, სააკაშვილი მოწამლულია და სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ „ვერ ჭამს“.

„რაც მოვისმინე და რასაც ყური მოვკარი, ისევ კვებაზეა ლაპარაკი, რომ ისე არ მოგვაქვს, ისე არ ვაკეთებთ, რომ საცივს მიირთმევს. ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა, ახალი წელი იყო და მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, მაგრამ ძალიან ცოტა შეჭამა. დანარჩენი იქ ადამიანებს დაუნაწილა. მეორე და მესამე დღეს სულ გული ერეოდა. გულისრევა, ღებინება ჰქონდა, რადგან ნამდვილად არ შეუძლია. საერთოდ ადამიანს ჭამა უყვარდა, მაგრამ ახლა, რომ ვერ ჭამს, ამას მიზეზი აქვს. როცა მოწამლული ხარ ადამიანი, როგორ უნდა შეჭამო. უკვე მერამდენე თვეა არის მოწამლული, ამიტომ ვერ ჭამს, ეს არის მიზეზი, სხვა არაფერი. რას ნიშნავს თავის თავის დაზიანება, როგორ უნდა დაიზიანო.

ნივრიანი ერთადერთი შემთხვევა იყო. უცებ მოინდომა, პურზე ძალიან თხლად გადავუსვი კარაქთან ერთად ცოტა ნიორი. ამას დააბრალეს გულის წასვლა. გულის წასვლა მას ხშირად ემართბა და ნიორი რა შუაშია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი