სენაკში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. შემთხვევა ჭავაჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. დაშავებულთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ყველა მათგანი საადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი