კომენდანტის საათის გაუქმების ფუფუნება არ გვაქვს – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში “კომენდანტის საათის” გაუქმების “ფუფუნება არ გვაქვს“, შესაბამისად, მისი მოხსნაც არ იგეგმება.

„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.

დიახ, დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი