“ქართული ოცნების” ოფისთან 12 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს.

ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ.

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს. ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი