ქორწილის, ქელეხის, იუბილის მასპინძლობისთვის კვების ობიექტები დაჯარიმდებიან

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მთავრობის დადგენილებით ფართომასშტაბიანი ტიპის ღონისძიებების გამართვა აკრძალულია.

„აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი