12 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით,  ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 12 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას  ელექტროენერგიის მიწოდება  დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები ეხება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი  – 08:30-18:30 საათამდე 63 აბონენტს სოფელ ზედა ეწერი, ჩხორიაში. 11:00-18:30 საათამდე  2421 აბონენტს ქ.ზუგდიდში სოხუმის, გრანელის, დავით ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში რუხი, დარჩელი, აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში. 14:00-16:00 საათამდე 258 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხურში.

წალენჯიხა – 10:00-17:00 საათამდე 747 აბონენტს სოფლებში საჩინო, ლია,  ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

ჩოროწყუ  – 11:30-15:30 საათამდე 41 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, არახამიას, დიახამინჯიას და მიმდებარე ქუჩის ნაწილში.

12:30-17:40 საათამდე  536 აბონენტს მორიგეობით ქვედა ჩხოროწყუ, სოფელი მუხური, ზუმში.

სენაკი – 10:30-18:00 საათამდე 1636 აბონენტს სოფლებში ძველი სენაკი, ნოქალაქევი, სორტა და მიმდებარე სოფლებში.  11:00-17:00 საათმდე 1965 აბონენტს ქ.სენაკში მშვიდობის, კოსტავას, ურიდიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფ. ახალსოფელში.

11:10-18:00 სათამდე 450 აბონენტს სოფლებში მენჯი, ეკი , სახარბედიო და მიმდებარე სოფლებში. 11:20-13:00 საათამდე 460 აბონენტს სოფლებში ხორში, მენჯის ნაწილში.

აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 61 აბონენტს სოფელ მარანში.

მარტვილი – 11:30-18:30 საათამდე  275  აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, დაოშაყე, ჭყონი, სალხინოში. 13:00-14:00 საათამდე 1278 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, ჩიქვანაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ნახარებაოში.

ხობი – 11:00-18:00 საათამდე 877 აბონენტს სოფლებში ძველი და ახალი ხიბულა, საჯიჯაოში.

მესტია –  12:00-18:00 საათამდე  4 აბონენტს დაბა მესტიაში ა.იოსელიანის ქუჩაზე, ასევე სოფელ ლენჰარში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი