13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

13 ივნისს, თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული დები ზარანდიების ხსოვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პატივი მიაგო.

ლიზი და ინდირა ზარანდიებთან ერთად სამეგრელოს რეგიონიდან, სტიქიას ზუგდიდელი მარიამ ქუთელია ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესვე პატივი მიაგეს მარიამის ხსოვნას და საფლავები გვირგვინით შეამკეს.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის სამეგრელოდან 3 ახალგაზრდა იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი