სეს: “ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს – მავნებლის პოპულაცია შემცირდა” [Video]

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში  წარმოადგინა.

სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პრესკონფერენცია აბაშაში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. მავნებლის გავრცელების  გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობის და ფერმერების იმ ნაწილს, რომელიც ჩართული იყო მავნებელთან ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად მათი აქტიურობა გადამწყვეტია.  აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მიღებული ხელშესახები პოზიტიური შედეგი თანმიმდევრულად გატარებულმა  სახელმწიფო პოლიტიკამ განაპირობა, რაც  გულისხმობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და მოსახლეობის მიერ ერთობლივად გატარებულ ღონისძიებებს; ასევე, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობა გაათმაგებულია. პირველ ეტაპზე უკვე შეწამლულია 160 ათასამდე ჰექტარი. ორგანიზებულად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი