14 მაისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორსანტიას, ყულიშკარს, ინგირსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე გორგასალის, ჯანაშიას, კ.გამსახურდიას, თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფოცხოს, უშაფეთს, თეკლათს, ზანას, ნოქალაქევსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე რუსთაველის, წმინდა ნინოს, კოსტავას, თბილისის, შავი ზღვის, ცერცვაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ფაზისის, ჩეხოვის, ფარნავაზ მეფის, ბარნოვის, მაჩაბელისა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 19:30 საათამდე სოფლებს: ჭალეს, ჯგალს, საჩინოს, ჯვარსა და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კირცხის, ჯიხაშკარს, ხაბუმეს, ზუმს, სარაქონსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე კონსტანტინე გამსახურდიას, არახამიას, ახალაიასა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მარანსა და  ნორიოს. ასევე ქუჩებს: თავისუფლების, დ.აღმაშენებელის, აკაკის iv-ე შესახვევსა და მიმდებარე ქუჩებს.

ხობში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: საგვიჩიოსა და ახალსოფელს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი