16 თებერვალს ბულგარეთის ელჩი სამეგრელოს ეწვევა

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრება. ელჩი 16 თებერვალს, 11 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ, 12 საათზე ელჩი და გუბერნატორის მოადგილე სამეგრელო-ზემო სანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ გამოფენას, მაცი ხორავას სახელობის არტ-გალერეაში დაესწრებიან. სადაც ბულგარეთის ელჩი და გუბერნატორის მოადგილე ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

ინფორმაციას ელჩის სტუმრობის დეტალებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ოფიციალურმა სოფიამ პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი