“ენერგო პრო ჯორჯია” – ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 15 თებერვალს, სამეგრელოში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე  699 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში. 11:00-15:00 საათამდე  მონაცვლეობით 167 აბონენტს გორგასლის, ხორავას, ჯანაშიას და მიმდებარე ქუჩებზე. 17:30-18:30 საათამდე 261 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელში.

სენაკი – 10:00-16:00 საათამდე მონაკვეთში  თითო საათით 6114 აბონენტს ქ.სენაკში მშვიდობის, კოსტავას, რუსთაველის, აღმაშენებლის, ცერცვაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალსოფელი, ზანაში. 12:00-16:00 საათამდე  753 აბონენტს ღვინჯილიას, დედის, ჭყონდიდელის  და მიმდებარე ქუჩებზე.  12:00-18:00 საათამდე 296 აბონენტს სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკში.

ფოთი -11:00-18:00 საათამდე 132 აბონენტს მშვიდობის, ნინოშვილის, გაბუნიას ქუჩებზე.

ხობი – 11:05-18:00 საათამდე 190 აბონენტს ქ.ხობში დადიანის, სტალინის, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 12:30-17:00 საათამდე  მონაკვეთში საათნახევრით 489 აბონენტს სოფლებში ლეწურწუმე,  ლესიჭინე, ფოცხო. 11:00-17:00საათამდე 638 აბონენტს სოფლებში ახუთი, ქვედა ჩხოროწყუ, მარტვილის სოფელი კიწია(ნოღა).

აბაშა – 11:00-13:00 საათამდე   716 აბონენტს აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი,  ასევე სოფლებში  პირველი მაისი, მარანი, ეწერი, გაუწყინარში. 12:00-15:00 საათამდე 92 აბონენტს სოფლებში ნორიო, განკარი, ძველი აბაშა.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 280 აბონენტს სოფლებში ვედიდკარი, მუხურჩა, ბანძაში. 15:00-18:00 საათამდე 890 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 715 აბონენტს ნაკიფუ, ხაბუმე, ფახულანი, ლია და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი