გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
კომპანიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3434 აბონენტს სოფლებში: რუხი, რიყე, ჩხორია, ურთა, ჭაქვინჯი, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს, ასევე კ. გამსახურდიას, თათარიშვილის,გრიშაშვილის, სოხუმის, კედიას და მიმდებარე ქუჩებს.
16:55-18-30 საათამდე, 1099 აბონენტს სოფლებში: ანაკლია, განმუხური დარჩელი და მიმდებარე სოფლებს.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 693 აბონენტს სოფლებში: ლეძაძამე, ფოცხო, უშაფათი, ეკი და მიმდებარე სოფლებს.
ჩხოროწყუ – 12:40-18:30 საათამდე 260 აბონენტს სოფლებში: ლესიჭინე.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 574 აბონენტს სოფლებში: ეწერი,ზანათი და სუჯუნა.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 245 აბონენტს სოფლებში: მიქავა, ჯგალი, სქური და კანთი, ასევე ლევან მე-2 დადიანის და მიქავას ქუჩას.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.