ოპოზიცია ლოზუნგით “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთიანდება

ოპოზიცია ლოზუნგით – “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთიანდება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, საქართველო განვითარების გზაზე უნდა გავიდეს.

“ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის – “მოძრაობა საქართველოსთვის”.

მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა”, – აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი