23 თებერვალს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს.


ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კოლხიდას, ოდიშს, ყულიშკარს, რუხს, ჯიხაშკარს, გრიგოლიშს, ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებს, ასევე პუშკინის, კოსტავას, აღმაშენებელის, ბარამიას, თავისუფლების, ჭყონდიდელისა და მიმდებარე ქუჩებს. 11:00-დან 11:05საათამდე, ასევე, 15:55-დან 16:00საათამდე პერიოდში სოფლებს ნარაზენი, ჭაქვინჯი, აბასთუმანსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.12:00დან 14;00საათამდე 1.ზუგდიდში მარჯვენა სანაპიროს, შარტავას, გოგებაშვილის, დადვანის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე.


სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: თეკლათს, ლეძაძამეს, უშაფათს, ზანას, მენჯისა და მიმდებარე სოფლებს, ასევე ჯანაშიას,შარტავას, ღვინჯილიას, ქუთაისის, ზ.გამსახურდიას, წერეთელისა და მიმდებარე ქუჩებს. 11:00-დან 11:05საათამდე, ასევე, 15:55-დან 16:00საათამდე პერიოდში სოფლებს ფოცხო, ზანა,ლეძაძამესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.


ფოთში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გამსახურდიას, ჩეხოვის, ჭყონდიდელის, ჭანტურიას, კოსტავას, ბარათშვილის, რუსთველის რკალს, მშვიდობის, ქორიასა და მიმდებარე ქუჩებს, მალთაყვის დასახლებას.10:00დან 20:00საათამდე აჭარის, დავითაიას, სამეგრელოს, ფიროსმანის, ერთობის და მიმდებარე ქუჩებს.


ჩხოროწყუში – 11:00-დან 11:05საათამდე, ასევე, 15:55-დან 16:00საათამდე პერიოდში სოფელ ლესიჭინესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.


ხობში – 11:00-დან 11:05 საათამდე, ასევე, 15:55-დან 16:00 საათამდე პერიოდში სოფლებს: საჯიჯაოს,ახალ ხიბულასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ნოჯიხევს,ბიას,ზემო ქვალონსა და მიმდებარე სოფლებს.


წალენჯიხაში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭალეს,ლიას,ჯვარსა და მიმდებარე სოფლებს.


აბაშაში – 12:00-დან 16:00 აათამდე სოფელ კეთილარსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.


აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი