25 მარტიდან ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

“25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთოების მიზნით იქნა მიღებულ ”, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო , რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაავდგილდეთ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირება სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოხალისეს, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებშია ჩართული და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. უმორჩლესი თხოვნა მექნება თითოეულ მოქალაქესთან, გაგებით მოეკიდონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც მერია კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახორციელებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი თანაქალაქელი გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ მოგმართავ თხოვნით, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოხვიდეთ სახლიდან”, -განაცხადა მერმა, გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი