26 მაისის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 24 მაისს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება. 23:00 საათიდან კი მთლიანად ჩაიკეტება, გამსხურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი. რის შემდეგაც ტერიტორიაზე კონსტრუქციების და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება.

გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება 25 და 26 მაისსაც.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკურებულად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება თავისუფლების მოედანსა და ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი