“კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს აქცია გაიმართება.
“გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც! კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც! ჭკვიანიც და სულელიც!
გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!
უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენვე გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს! ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!
გამარჯვებისთვის – ერთად, ბოლომდე!”, – წერს გვარამია.

