27 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია შეეზღუდება

27 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია შეეზღუდება. ამის შესახებ ნფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯგალის 119 აბონენტს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი  სოფელ ჩქვალერის და საჩინოს აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, ელექტრო ენერგია შეეზღუდებათ 13:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კერძოდ, სოფელ ნაკიანის 136 აბონენტს.

11:30 საათიდან 18:30 საათამდე კი ელექტრო ენერგია გამოირთვება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიდი ჭყონი, ტალერი, კურზუ, გურძემი.

როგორც „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს ელექტრო ენერგიით შეზღუდვა ეხება მესტიის მუნიციპალიტეტსაც. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტრო ენერგიით ვერ ისარგებლებს ხუდონის, ხაიშის, იდლიანის, ჭუბერის, დიზის, ლახამულას, ჯორკვარის და ქვედა იფარის მოსახლეობის ნაწილი, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე,  სოფელ ეცერის, ცხუმარის და ფარის  573 აბონენტი.

კომპანია 27 ივლისს ელექტრო ენერგიის დროებით შეძღუდვის მიზეზად ქვესადგურებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი