28 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია დროებით შეეზღუდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონის აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 10:00 საათიდან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდში  სოფელ კორცხელისა და ბაშის 652 აბონენტს.

13:00 საათიდან 18:30 საათამდე, ელექტრო ენერგია გამოერთვება სოფელ ჭაქვინჯის 216 აბონენტს. 14:30 საათიდან 18:30 საათამდე კი ქალაქ ზუგდიდის ნაწილს, ასევე სოფ. ახალსოფლის და ცაიშის 2058 აბონენტს.

15:00 საათიდან 18:30 საათამდე კი ელექტრო ენერგია გამოერთვება სოფელ  დარჩელის და დიდი ნეძის აბონენტების  ნაწილს, ასევე ქვემო კახათის და ქალაქ ზუგდიდში კომბინატის მოსახლეობის ნაწილს.

“ენერგო პრო ჯორჯიას”  ცნობით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრო ენერგია შეეზღუდებათ, წალენჯიხის მუნიციალიტეტის  და სოფელ ნაკიფუს 1 220 აბონენტს, ასევე სოფელ მუჟავას  130 აბონენტს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე კი ქალაქ ფოთის 314 აბონენტს. კერძოდ მზარეულას, ფურცელაძის, შავი ზღვის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 13:00 საათაიდან 15:00 საათამდე  9 აპრილის ხეივანის 336 აბონენტს. ასევე ნიკოლაძის სანაპიროს, ბაგრატიონის და ჩხაიძის 225 აბონენტს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში კი ელექტრო ენერგია 12:30 საათიდან 19:30 საათამდე  გამოერთვება გურძემის, ნოღას და  კიწიას 860 აბონენტს, ხოლო ხობის მუნიციპალიტეტში პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით 17:00 საათიდან 18:30 საათამდე   ელექტრო ენერგია შეეზღუდება 860 აბონენტს, კერძოდ, ქალაქის ნაწილს, სოფელ პირველი გურიფულის და მეორე  გურიფულის აბონენტების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის  გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი