29 მარტს სამეგრელოში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

29 მარტს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 01:00-07:00საათამდე 8742 აბონენტს  სოფლებში  აკვაპარკი, ანაკლია, კახათი, განმუხური, ინგირი,  კოკი ორსანტია და მიმდებარე სოფლებში.

10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3878 აბონენტს ქ.ზუგდიდში კ.გამსახურდიას, გამარჯვების, კრილოვის, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჭითაწყარი, ოდიში, ყულიშკარი, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში.

17:00-20:30 საათამდე 908 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 08:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 918 აბონენტს   სოფლებში დ/ჭყონი,  თამაკონი, ნახურცილაო, დოშაყე და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2008 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, არსენას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ზანა, ფოცხო, ხორში.

წალენჯიხა – 11:05-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2766 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კვარაცხელიას, სალიას, ლევან II დადიანის, წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ეწერი, მიქავა, ჯგალი, საჩინო, ჯვარის ნაწილში.

ფოთი – 12:00-16:00 საათამდე მონაკვეთში ეტაპობრივად 1208 აბონენტს ქ.ფოთში ჩიტაძის, ინგოროყვას, კოსტავას, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი