გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
31 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 973 აბონენტს სოფლებში ყულიშკარი, კორცხელი, ჭაქვინჯი და მიმდებარე სოფლების ნაწილში.
მარტვილი. 11:30-18:30 საათამდე 49 აბონენტს სოფლ ქვაითში.
სენაკი. 12:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 982 აბონენტს სოფლებში მენჯი, ნოსირი, ხორში და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას, ჭყონდიდელის ქუჩის ნაწილში.
ხობი. 06:00-12:00 საათამდე 1696 აბონენტს სოფლებში ხეთა, ხამისკური, თორსა და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 14:00-16:00 საათამდე 140 აბონენტს სოფელ ნაესაკოვოში.
კომპანოის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.