ბესელია: ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების მიზნით საელჩოს უკვე მიმართა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას ინფორმაციით, მისმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოსთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ორმაგ მოქალაქეს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას კონსტიტუცია არ აძლევს, რადგანს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამასთან, როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი