ქარსელაძე: ივანიშვილმა ხეების გადატანით დაზიანებული გზის გასაკეთებლად 5 მლნ ლარი დახარჯა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე “რუსთავი 2”-ის ინფრომაციას თითქოსდა გზების დეპარტამენტის ტექნიკის განათხოვრება ხდება ბიძინა ივანიშვილისთვის ხეების გადაზიდვისთვასთან დაკავშირებით სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დეპარტამენტს არანაირი ტექნიკა არ გააჩნია.

“არც საგზაო დეაპარტამენტს გააჩნია ტექნიკა, არც სამინისტროს გააჩნია ტექნიკა. ფიზიკურად ვერ ვათხოვებთ, რომც გვინდოდეს. ყველა პროექტი ხორციელდება სივრცითი გეგმის მოთხოვნით, ასევე სხვა მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შესაბამისად და არავითარი კავშირი განხორციელებულ პროექტებს არ აქვთ ე.წ. ხეების გადატანის ხელშეწყობის ფაქტთან. საუბარი არის იმაზე, რომ თითქოს გვირაბის შემოვლით გზა გაკეთდა იმიტომ, რომ მარტივი იყოს ხეების გადმოტანა. გეტყვით, რომ ამ გზის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. არ დასრულებულა და შეუძლებელია იქ რაიმე იქნას გადატანილი. საუბარია 1 კმ-იან მოანკვეთზე, რომელიც შემოსაბრუნებელი გზაა. ეს არის გზა, როდესაც ბათუმიდან მოემართებიან თბილისისკენ. გვირაბთან რომ არ მოხდეს წესების დარღვევა, შესაბამისი მომართვის საფუძველზე გადაწყვეტილ იქნა, რომ მოხდეს მოსაბრუნებელი გზის გაკეთება, რომელიც გვირაბის თავზე გადაივლის. ანუ საუბარია 1 კმ-იან მოსაბრუნებელ გზაზე. ეს არსაიდან არ მიდის, არსაიდან არ მოდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვირაბის თავზე გამორიცხულია მაღალი ტონაჟობის, ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის გადაადგიელბა. ფიზიკურად ვერ მოხდება ამ გზაზე სხვა მაღლი ტონაჟების ხეების ან ნებისმიერი სხვა სატვირთო ავტომანქანის გადაადგილება, ფიზიკურად ეს გამორიცხულია. სიცრუეა ის ბრალდებები, რაც ისმის “რუსთავი 2“ -ის ეთერიდან . საგზაო დეპარტამენტის და ზოგადად მთავრობასთან მიმართბით“-განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, იმ გზების კეთილმოსაწყობად, სადაც ნამდვილად გაიარა ხემ 5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.

“საერთოდ სამინისტროს ამაში მონაწილეობა არ მიუღია, არც ვყოფივარ ჩართული. მოეწყო გზები, ის გზები გზებად რჩება, პირიქით იშეღავათა ბიუჯეტმა.

კახეთში მიუხედავად 40%-იანი კარგი გზებისა 2020 წლისთვის 18-19%-მდე ცუდი გზა გვრჩება. გამორიცხულია, რომ ბიუჯეტმა ყველაფერი ეს ერთბაშად დაფაროს. ასეთ შემთხვევაში მსგავსი ტიპის პროექტები, რომელსაც დამოუკიდებლად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ძალიან კარგი, მადლობა, მადლობა მას ამისთვის. კიდევ მივესალმები თუ სხვა გააკეთბს ამას. ,სამწუხაროდ, ჯერ არავინ გამოჩენილა”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი