31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ – გიორგი გახარია

31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ. არავის მივცეთ შესაძლებლობა პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსეული გამარჯვება.

„რა თქმა უნდა, არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ 31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ. არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბევრის მოთმენა მოგვიწიოს, შეიძლება ბევრი პროვოკაცია უნდა მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი იყოს წყნარი და მშვიდობიანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერება და ევროპულად დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი