3-დან 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის გვირაბში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 3 ივნისს, 08:00 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.

გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი