4 აპრილს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

4 აპრილს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი – 10:30-18:30 საათამდე 824 აბონენტს ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ახალსოფელში.

11:00-12:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  1200 აბონენტს ქ.ზუგდიდში რუსთაველის, კოსტავას, ქუჯის, ლევან II დადიანის, ფოთის და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 10:30-17:30 საათამდე 211 აბონენტს სოფლებში ნაკიანი, გარახა,, ჩხოროწყუში ჯანაშიას, ყაზბეგის, გაგრინის ქუჩებზე.

სენაკი – 10:30-18:30 საათამდე 1014 აბონენტს სოფლებში ხორში, ფოცხო, ზანა და მიმდებარე სოფლებში, ასევე სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.

წალენჯიხა 11:00-18:00 საათამდე 107 აბონენტს სოფლებში ჯგალი,  საჩინო, ჯვარის ნაწილში. 12:00დან 15:00 საათამდე 1128 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი  11:10-18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1038 აბონენტს  სოფლებში თამაკონი, ნახურცილაო,  ლეხაინდრაო, ნალეფსაო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 12:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 748  აბონენტს ქ.აბაშაში  ილიას, ფრანგიშვილის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში სუჯუნა, ნორიო, წყემი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი