4 მოქალაქეს საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში “ვლაქერნობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელზეც 4 მოქალაქეს საპატიო ზუგდიდელის წოდება მიანჭეს.

საპატიო ზუგდიდელებად, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, 4 სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ზუგდიდელი გამოავლინა. ესენი არიან: სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ზუგდიდის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი მარინე წულეისკირი, ქორეოგრაფი რეზო ჩხეიძე, სსიპ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ კუპრეიშვილი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსში დავით ქირია.

მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

“ჩემთვის დიდი პატივია საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოება. ადამიანებს, რომლებმაც საპატიო ზუგდიდელის წოდება მიიღეს, ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ზუგდიდს არაერთი ღირსეული ადამიანი ჰყავს და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნა ღონისძიებაზე ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

თბილისის „ბიგ ბენდისა “ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტი კი „CHEK IN GEORGIA“-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაია, სასულიერი პირები და საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, გიორგი შენგელია, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან და მერის მოადგილეებთან ერთად, რეზო ჩხეიძეს ოჯახში ესტუმრა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭება პირადად მიულოცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი