8-10 აგვისტოს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარისგაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი