8 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სენაკში 8 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლით აღიძრა, რომელიც დაუხმარებლობას გულისხმობს.

ჩვენი იფრომაციით, ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარე ტეხურში ჩავარდა. ეს ფაქტი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა, თუმცა ფაქტი დამალა და შესაბამის უწყებებს არ შეატყობინა.

თვითმხილველს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდენენ, რის შემდეგაც მან დანაშაული აღიარა.

სამაშველო სამსახურები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის მოზარდი 23 თებერვალს დაიკარგა.  ბავშვის მამის ინფორმაციით, მოზარდი დაახლოებით, 15:00 საათზე ეზოში სათამაშოდ გავიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.

იხილეთ ლინკი ამავე თემაზე: http://newsportal.ge/mesame-dgea-senakshi-dakargul-8-tslis-mozards-edzeben/

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი