მესამე დღეა, სენაკში დაკარგულ 8 წლის მოზარდს ეძებენ

მესამე დღეა, სენაკში დაკარგულ 8 წლის ბიჭს ეძებენ. ბავშვის მამის ინფორმაციით, მოზარდი დაახლოებით, 15:00 საათზე ეზოში სათამაშოდ გავიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს. მისივე თქმით, მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გულზე ნაოპერაციებია.

სამართალდამცველები ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებსაწარმოებენ, თუმცა ამ დრომდე შსს-ს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი