დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ომის ვეტერანები ერთად იკრიბებიან და გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.

71 წლის წინ, 1945 წლის 8 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომი ძირითადად გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარეობდა. ორივე მხარეს თავისი მოკავშირეები ჰყავდა. გერმანიის ბლოკში იტალია და იაპონია იყვნენ გაერთიანებული, საბჭოთა კავშირს კი ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უჭერდნენ მხარს.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ის 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინაროებდა და დაახლოებით, 60 მილიონი ადამიანი შეიწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში  72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი