გუბერნატორი ლევან შონია ვეტერანებს შეხვდა


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი მიულოცა. ლევან შონია რამდენიმე ვეტერანს სახლშიც ეწვია.

„ის, რაც თქვენ მომავალი თაობებისთვის გააკეთეთ, ფასდაუდებელია, თქვენ გამოიარეთ წარმოუდგენლად რთული დღეები და იბრძოლეთ ბოროტების დასამარცხებლად. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც წინ აღუდგენენ ამ ბოროტებას გაწირეს ყველაზე საუკეთესო რამ – სიცოცხლე, რითაც შეაჩერეს ფაშიზმი“, – აღნიშნა ლევან შონიამ ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე.

ომში მონაწილეები გუბერნატორმა ზუგდიდის გამგებელთან ერთად მოინახულა და მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პერსონალური მილოცვა გადასცა. ვეტერანებს მთავრობა 600 ლარს ჩაურიცხავს, ზუგდიდის გამგობა კი 1000 ლარს გადასცემს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესვე მეორე მსოფლიო ომში მონაწილე გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, მათი საფლავები და ობელისკები კი გვირგვინებით შეამკეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინიტრაციის ცნობით, რეგიონში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 67 ვეტერანი ცხოვრობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი