ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში 20-ზე მეტი მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს ნაპირების გამაგრებითი სამუშაოები.

ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ „ენერგო-პრო ჯორგიას“ თანამშრომლები, ჭუბერის ნაწილისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება სტიქიის ღამესვე მოხდა, ნაწილისთვის კი დღეს მოხდება.

მიმდინარე პროცესს ადგილზე ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი