სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები გადასცეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილი, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და წყალი დაურიგეს.

საგანგებო შტაბს პროდუქტები სხვადასხვა ორგანიზაციებმა მათშორის ზუგდიდის მერიამ, ენგურჰესმა და ნენსკრაჰიდრომ გადასცეს. სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის პროდუქტებს ხვალ. სამეგრელოს ყველამუნიცპალიტეტი აგზავნის.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

კომენტარები

დატოვე კომენტარი