მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი