ჭუბერში ზარალის ოდენობა, საცხოვრებელი სახლების გამოკლებით, 4 მილიონ ლარამდეა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 4 მილიონამდე ლარი შეადგინა.

მერის ინფორმაციით, საუბარია შიდა სასოფლო გზებზე, ხიდებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და მიწის ნაკვეთებზე. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს გეოლოგების დასკვნების გაკეთების შემდეგ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი რომელ სახლებში შეიძლება ცხოვრება და რომელში არა. გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი შეადგინა კერძო სექტორისთვის მიყენებული ზარალის ოდენობამ.

5 ივლისს, ჭუბერში ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო და შიდა სასოფლო გზები, მდინარემ წაიღო სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი და ხიდები. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი