კარატეს გუნდურ ჩემპიონტში პირველობა ზუგდიდიდელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. გუნდურობაში პირველი ადგილი ზუგდიდის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე თბილისის და მესამე იმერეთის გუნდებმა გადაინაწილეს. ჩემპიონატის ფარგლებში, ასევე გაიმართა სუპერ ლიგა 8 საუკეთესო 16 და 17 წლამდე ასაკის სპორსმენს შორის.

ჩემპიონატი ორ დღიანი იყო და მასში საქართველოს საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, მედლები, თასები და სიგელები საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

გამარჯვებული გუნდი აგვისტოში შავის ზღვისა და კასპიის ჩემპიონატზე ტრაპიზონში გაემგზავრება.

საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებში ყოველწლიურად, იმართება და მისი ორგანიზატორია კარატეს ეროვნული ფედერაცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი