აკაკი ზოიძის განცახდებით, განათლების ახლანდელ სისტემას საბჭოთა სისტემა სჯობდა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცახდებით, განათლების ახლანდელ სისტემას საბჭოთა სისტემა სჯობდა, ამის შესახებ მან, გადაცემა „პოლიტიკურ დეტექტორში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვას – საბჭოთა კავშირის განათლება ჯობს თუ თანამედროვე განათლების სისტემა, ზოიძემ უპასუხა:

“შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელობთ სასკოლო განათლება, როგორც სისტემა ის სჯობდა. გასაგებია ჩვენ რაღაც პროცესებს მივუერთდით, ბევრ ჭკვიანურ რაღაცას ვიძახით იმის თაობაზე, რომ იქ კორუფცია იყო გამეფებული, გეთანხმებით ოქროს მედალს არ მოგცემდნენ ისე, მაგრამ იყო სისტემა, რომელიც გაძლევდა ზოგად განათლებას. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსწავლეები გაცილები უფრო განათლებულები იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, განვითარებული, მოწინავე ქვეყნების მოსწავლეები. ეს ცნობილია, იმარჯვებდნენ ოლიმპიადებზე, მათემატიკური თუ სხვა ტიპის. ზოგადად უფრო მეტს კითხულობდნენ, სპეციალიზაცია იყო მერე პრობლემა, თორე ზოგადი განათლების კუთხით პირველ ადგილზე იყო“, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი