ხვალ ზუგდიდში თაფლის ფესტივალი გაიმართება

პირველად ზუგდიდში „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი 31 ივლისს, N 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თაფლის პირველი ფესტივალი, ხვალ 11 საათზე გაიხსნება და მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება. საღამოს 19 საათზე კი გიგი ადამაშვილის კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას: კერძოდ, თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში. ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი