აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყემში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენისურად მიმდინარეობს. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში ჩართული არიან სამაშველო ბრიგადები და 15 ერთეული ტექნიკა. პარალელურად, მუშაობს მერიის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლის.
ადგილზე იმყოფებოდნენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი, გრიგოლ კაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნენ.
წუხელ გვიან ღამით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.