ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს  ეწვევა. ვიზიტი 23 და 24 აგვისტოსაა ჩანიშნული.

ანგელა მერკელი თბილისს ეწვევა სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერი, საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი