წალენჯიხაში კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა

წალენჯიხის დაბა ჯვარში, კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის წამყვანი დაიღუპა. როგორც “Newsportal.ge”-ს თვითმხილველებმა განუმარტეს, კარიერზე მომუშავე მამაკაცი ტრაქტორიდან შემთხვევით გადავარდა და ამავე ტრაქტორის ქვეშ მოყვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით “Newsportal.ge” შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნავენ, რომ საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი