სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ სოფელ ჭუბერში მესტიის მერის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი დაინიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუბერნატორების წარდგენის შემდეგ გაახმოვანა.
“…მინდა შეგახსენოთ, რომ საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორის მოადგილეებსაც და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნება ქალბატონი ნინო ვიბლიანი, რომელიც დღემდე სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენლის პოსტს იკავებდა”, – განაცხადა ბახტაძემ.