სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გიუბერნატორის თანამდებობა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავა.

“მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ შალვა კერესელიძის კანდიდატურა, რომელიც დუშეთში დაიბადა და რეგიონის პრობლემებს კარგად იცნობს. ქვემო ქართლის რწმუნებულის პოსტზე წარმოგიდგენთ შოთა რეხვიაშვილს. მჯერა, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვემო ქართლში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის წინსვლისაა და განვითარებისთვის. სამცხე ჯავახეთის რწმუნებულის პოსტზე წარმოგიდგენთ ბესიკ ამირანაშვილს, შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც კერძო სექტორიდან ბრუნდება სახელმწიფო სტრუქტურაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე წარმოგიდგენთ ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც ასევე კერძო სექტორიდან გადმოდის სახელმწიფო უწყებაში, მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს-პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, როგორც იცით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას. გურიის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე წარმოგიდგენთ ზურაბ ნასარაიას და ბოლოს მსურს, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე წარმოგიდგინოთ შავლეგო ტაბატაძე…”, – განაცახად მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი