ანგელა მერკელი საქართველოშია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი