24 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

24 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 06:00-13:00 საათამდე 203 აბონენტს ქ.ზუგდიდში კედიას, რუსთაველის, კოსტავას, კიტიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ინგირში 1 აბონენტს. 10:00-18:30 საათამდე 716 აბონენტს სოფლებში გრიგოლიში, ყულიშკარი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, თავისუფლების, ჭყონდიდელის, ლაზის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი. 10:20-18:00 საათამდე 1438 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, სალხინო, გაჭედილი, ბალდა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-15:00 საათამდე 1284 აბონენტს სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ნახარებაო, ქ.მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, ჩიქვანაიას, თავისუფლების ქუჩებზე.

ხობი. 10:00-18:00 საათამდე  1326 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, ქარიატა, ყულევი, გაღმა შუა ხორგა, ახალი სოფელი.

აბაშა.  11:00-18:00 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 424  აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის ქუჩა, სოფელ ნაესაკოვოში.

ფოთი. 12:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 263 აბონენტს აღმაშენებლის, იმერეთის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი