25 და 27 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

25 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ფოთი. 06:00-09:00 საათამდე 5281 აბონენტს ახალი რაიონის N1და N2, აფხაზეთის, გურიის, ზ.გამსახურდიას, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

27 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 09:30-14:00 საათამდე 77 აბონენტს სოფლების ნაწილში ყულიშკარი, ჯიხაშკარი, კოლხიდა, გრიგოლიში. 10:00დან 18:30 საათამდე 1610 აბონენტს სოფლებში ოდიში, ყულიშკარის ნაწილში, ქ.ზუგდიდში მარჯვენა სანაპიროს, შარტავას, ნიკოლაძის, ჩიტაძის II შესახვევი,  აღმაშენებლის, წერეთლის და მიმდებარე  ქუჩების ნაწილში.

მარტვილი. 10:30-18:00 საათამდე 1555 აბონენტს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ნალეფსაო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა. 11:00-15:00 საათამდე  66 აბონენტს სოფელ მარანში.

სენაკი. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 812  აბონენტს სოფლებში უშაფათი,  ზანა, ფოცხო და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში კანკიას, ნუცუბიძე, რუსთაველის ქუჩების ნაწილში.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი